მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ინვესტორის სტატუსის მქონე, Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორმა, 94 წლის უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ პენსიაზე გასვლას აპირებს.
Bloomerang-ის შეფასებით, უორენ ბაფეტი მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება $154 მილიარდ დოლარს აღწევს. ის მსოფლიოში უდიდესი აქციების მფლობელია და ფლობს აქციებს ისეთ ბიზნესებში, როგორიცაა კოკა-კოლა, ამერიკან ექსპრესი, ამერიკის ბანკი და ა.შ.
ბაფეტის თქმით, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მის ადგილს დაიკავებს გრეგ აბელი, რომელიც თავის შემცვლელად ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ აირჩია. გრეგ აბელი მანამდე კომპანიის აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე იყო.
უორენ ბაფეტის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ამერიკელი ბიზნესმენი ათასობით ინვესტორმა ომაჰას არენაზე ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციებით გააცილა.