ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და UNICEF-ის ინფორმაციით ევროპის რეგიონში ვაქცინით მართვადი დაავადებები ბრუნდება, რაც საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.
წითელა, ყივანახველა და დიფთერია – დაავადებები, რომელთაც ოდესღაც წარსულის ნაწილად მივიჩნევდით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 53 ქვეყანაში იმატებს.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი საფრთხის წინაშეა – აცხადებენ ჯანმოში. რა არის ამის მიზეზი – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში იმუნიზაციის სპეციალისტმა, დავით რამინაშვილმა ისაუბრა.