მთავარიევროპადანიაგრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკას უპატივცემულო უწოდა

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკას უპატივცემულო უწოდა

გრენლანდიის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედრიკ ნილსენმა ამერიკის შეერთებული შტატების რიტორიკას გრენლანდიასთან დაკავშირებით უპატივცემულო უწოდა. ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა განცხადება დანიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ძლიერი პარტნიორობისთვის ძლიერი ურთიერთპატივისცემაა საჭირო.

„ჩვენ ახლა ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით, როდესაც ერთიანობაა საჭირო. ამერიკის შეერთებული შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებები ურთიერთპატივისცემაზე არ იყო დაფუძნებული. ამიტომ  ამ სიტუაციაში გრენლანდიელების ერთად დგომაა აუცილებელი. მზად ვართ, ყველა იმ ქვეყანასთან ვითანამშრომლოთ, რომელთაც ჩვენთვის კარგი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობა სურს“, – განაცხადა იენს-ფრედერიკ ნილსენმა.

იენს-ფრედერიკ ნილსენი და მეტე ფრედერიქსენი – Mads Claus Rasmussen/Ritzau Scanpix

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი გრენლანდიას მას შემდეგ ეწვია, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გასულ კვირას, აშშ-ის სამხედრო ბაზის მონახულებისას, დანია დაადანაშაულა, რომ გრენლანდიაში არასაკმარისად დებს ინვესტიციას. დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დანია მზად არის გრენლანდიის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის უფრო მეტი ინვესტიცია გაიღოს.

„დანია მზად არის, მეტი ინვესტიცია ჩადოს გრენლანდიის საზოგადოების სასარგებლოდ. ჩვენ მხოლოდ ისტორია არ გვაერთიანებს. ჩვენ ერთი თანამეგობრობის ნაწილი ვართ. მე ახლა მოლაპარაკებებს ტელეარხ TV2-თან კი არ ვაწარმოებ,  არამედ გრენლანდიის მთავრობის, თავმჯდომარესთან. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ გრენლანდიის საზოგადოების მხარდაჭერას“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend