მთავარიმსოფლიოწმინდა პეტრეს მოედნიდან სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკამდე - პაპ ფრანცისკეს უკანასკნელი გზა

წმინდა პეტრეს მოედნიდან სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკამდე – პაპ ფრანცისკეს უკანასკნელი გზა

რომის პაპი ფრანცისკე სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.

მორწმუნეებმა და მსოფლიო ლიდერებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს პონტიფიკოსი, რომელიც 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წინასწარი მონაცემებით, ცერემონიას დაახლოებით 400 000 მორწმუნე ესწრებოდა, ხოლო წმინდა პეტრეს მოედანზე 166 საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

ევრონიუსი ფოტოებით მოგიყვებათ ამბავს, რომელიც უპოვრებზე მზრუნველი და თავმდაბლობით გამორჩეული პაპის დაკრძალვის ცერემონიას ასახავს.

წმინდა პეტრეს მოედანი, გამომშვიდობება პონტიფიკოსთან Copyright AP Photo
პაპ ფრანცისკეს ჩასასვენებელი წმინდა პეტრეს მოედანზე Copyright AP Photo
კარდინალები პაპ ფრანციკეს დაკრძალვაზე Copyright AP Photo
მორწმუნეები წმინდა პეტრეს მოედანზე პაპის დაკრძალვის ცერემონიის დროს Copyright AP Photo
კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიის მიმდინარეობისას Copyright AP Photo
წმინდა პეტრეს მოედანზე მდებარე არქიტექტურული კომპლექსის ერთ-ერთი ქანდაკება Copyright AP Photo
პაპ ფრანცისკეს კუბოზე დასვენებული სახარება Copyright AP PHoto
მიასვენებენ პონტიფიკოსის ცხედარს Copyright AP Photo
პაპის ცხედარი მიასვენეს სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში Copyright AP Photo

სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც ამავე დროს დიპლომატიური შეხვედრის ადგილადაც იქცა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრა. ამის შემდეგ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისაც გამოელაპარაკა.

პირველ რიგში სხედან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Copyright AP Photo
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე Copyright AP Photo
იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა პონტიფიკოსის დაკრძალვის ცერემონიაზე Copyright AP Photo
დონალდ და მელანია ტრამპები პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე Copyright AP Photo
უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი წმინდა პეტრეს მოედანზე Copyright AP Photo
ტრამპის შეხვედრა ზელენსკისთან Copyright AP Photo
ჯო ბაიდენი მეუღლესთან ერთად წმინდა პეტრეს მოედანზე Copyright AP Photo
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Copyright AP Photo
არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, პონტიფიკოსის სამშობლოდან Copyright AP Photo

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend