სან-დიეგოს ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი რვა ფიჯური იგუანა მიიყვანეს. იგუანები იმ 600-ზე მეტ ქვეწარმავალს შორის არიან, რომლებიც 2017 წელს ესპანეთის ხელისუფლებამ კონტრაბანდისტებს ჩამოართვა.
მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, რომელიც ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარეობდა, იგუანები დაახლოებით ორი თვის წინ სამხრეთ კალიფორნიაში ჩამოიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმებულია, ჯერჯერობით ისინი სან-დიეგოს ზოოპარკის ვეტერინარულ კლინიკაში, კარანტინში იმყოფებიან.
მარტში მათ დამატებითი სამედიცინო შემოწმება და გენეტიკური ტესტი ჩაუტარდათ. ახლა კი ზოოპარკის ექსპერტები ცდილობენ თითოეული იგუანას წარმომავლობა და გენეტიკური სიცოცხლისუნარიანობა დაადგინონ, რათა მხარი დაუჭირონ სახეობების გადარჩენის გეგმას და შესაძლებლობის შემთხვევაში ხელი შეუწყონ იგუანების დაბრუნებას მათ ბუნებრივ გარემოში.