მთავარიევროპავატიკანირომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვისთვის უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

რომში პაპი ფრანცისკეს დაკრძალვისთვის უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

რომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის ცნობით, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც შაბათს გაიმართება, 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.

მათ შორის იქნებიან მსოფლიოს ლიდერები, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ესპანეთიდან, შვედეთიდან და ბელგიიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკასთან, სადაც პაპი ფრანცისკე მისი ანდერძის თანახმად დაიკრძალება, ათასობით ადამიანი ლოცულობს.

ტრადიციის თანახმად, რომის პაპი ვატიკანში უნდა დაკრძალულიყო, თუმცა მან თავად შეცვალა ეს წესი. სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალვის ცერემონიისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend