მთავარისაქართველოინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი რევაზ სოხაძე წარუდგინა.

პრემიერმა ახალდანიშნულ მინისტრს წარმატებები უსურვა, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე ყოფილ ხელმძღვანელ ირაკლი ქარსელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბატონი რევაზი იყო სამგორის დეპუტატი და მისი ლიდერობით უამრავი რამ გაკეთდა სამგორის რაიონში. ეს არის ერთი კარგი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს იმას, თუ როგორი ენთუზიაზმით ემსახურება ბატონი რევაზი მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ის იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ საქმეს, რომლებიც დაწყებულია. წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ბოლომდე არის მისაყვანი, დასაწყები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ზუსტად ამ თვისებებით გამოირჩევა ბატონი რევაზი. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებების შესახებ საზოგადოებას 24 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უამბო. მისი თქმით, ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ვიდრე რევაზ სოხაძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდოდა, ის 2017 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, 2025 წლის 14 აპრილიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო და ორ დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend