მთავარიაზიაინდოეთიინდოელმა და პაკისტანელმა ჯარისკაცებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

ინდოელმა და პაკისტანელმა ჯარისკაცებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

ინდოელმა და პაკისტანელმა ჯარისკაცებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. დაპირისპირება ქაშმირის სადავო რეგიონში მოხდა, რასაც წინ უძღოდა მზარდი დაძაბულობა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის.

ვითარების მორიგი ესკალაცია ინდოეთსა და პაკისტანს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქაშმირის რეგიონში შეიარაღებულმა პირებმა 26 პირი მოკლეს. ინდოეთმა თავდასხმაში პაკისტანი დაადანაშაულა.

ისლამაბადში ამბობენ, რომ ამ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის ვითარება დაძაბულია. ქვეყნებმა ერთმანეთის მოქალაქეებისთვის მიმოსვლა შეზღუდეს და ამასთან, ინდოეთმა გააუქმა სასმელი წყლის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პაკისტანის რეგიონებს ხელი მიუწვდებოდათ ინდოეთში მდებარე რამდენიმე მდინარის წყალზე.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის მზარდ დაძაბულობაზე რეგიონული ექსპერტი ჩიეტიგ ბაჯჰი საუბრობს.

„აქამდე განხორციელებული ქმედებები, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობის გაჩერება, დიპლომატიური ურთიერთობის შემცირება, საჰაერო სივრცის დახურვა, ორ ქვეყანას შორის მოგზაურობის შეჩერება. ვფიქრობ, ეს სტანდარტული პასუხია. თუმცა რაც შეეხება შეთანხმებას წყლის შესახებ. ეს კი ნამდვილად ცვლის თამაშის წესებს, ეს არის მსოფლიო ბანკის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც 1960 წლიდან მოქმედებს და ის არეგულირებს ორივე ქვეყანაში გამავალი მდინარეების საკითხებს. ის იმართება ორ ქვეყანას შორის არსებული წინა კონფლიქტების გათვალისწინებით, ამიტომ მისი შეჩერების გადაწყვეტილება ნამდვილად სახიფათოა.

ასევე აქამდე ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აშშ, თუმცა ამ ადმინისტრაციის პირობებში, იმავე ნიშნებს ვერ ვხედავთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვითარება შესაძლოა უარესობისკენ შეიცვალოს. არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ორივე ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს. ამიტომ ყოველთვის არსებობს ესკალაციის ან ამ კონფლიქტის ბირთვულ დაპირისპირებაში გადაზრდის რისკი”, – ამბობს ჩიეტიგ ბაჯპი, რეგიონული ექსპერტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend