თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მოწონების რეიტინგი იკლებს.
New York Times-ის გამოკითხვის შედეგებით, მისი მოწონების რეიტინგი ოვალურ ოფისში დაბრუნებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში 52%-დან 45%-მდე დაეცა და ახლა ტრამპის საქმიანობას გამოკითხულთა ნახევარზე მეტი უარყოფითად აფასებს.
როგორც გამოცემა წერს, ჩვეულებრივ, ინაუგურაციის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერა თანდათან სუსტდება, თუმცა დონალდ ტრამპის რეიტინგი უფრო სწრაფად იკლებს, ვიდრე მისი წინამორბედების.
ეს თანამედროვე ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როცა პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების მართვა ასეთი დაბალი მოწონების რეიტინგით დაიწყო, ამაზე უარესი რეიტინგი აქამდე ისევ ტრამპს ჰქონდა შტატების პრეზიდენტად პირველი ვადით არჩევის შემდეგ.