მთავარიგადაცემებიSmart Regionsდანია და გერმანია საჭმელად ვარგისი წყალმცენარის რაციონში შეტანას აპირებენ

დანია და გერმანია საჭმელად ვარგისი წყალმცენარის რაციონში შეტანას აპირებენ

ევროპა ცხოველური პროტეინის ალტერნატიულ პროდუქტს ეძებს. ისმის კითხვა: რამდენად გამოდგება საკვებად ვარგისი წყალმცენარეები ამ მიზნით?

დანიაში რეგიონებს შორის თანამშრომლობაზე გათვლილი  ევროპული პროექტის მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ წყალმცენარე შესანიშნავი ალტერნატივაა. და ახლა ისინი ცდილობენ ხელი შეუწყონ ამ პროდუქტის განვითარებასა და გავრცელებას, რისთვისაც შესაბამის ინფორმაციას აწვდიან ახალ თაობას.

ჯამილე ჯავიდპური,  სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის პროფესორი ბიოლოგიის დარგში ფიქრობს, რომ წყალმცენარე „მწვანე ოქროა,“ იმ ღირსებების გამო რაც გააჩნია: აქვს უფრო მაღალი კვებითი ღირებულება, ნაკლებად ცხიმიანია და მისი წარმოების დროს ნაკლები ნახშირბადი გაიფრქვევა გარემოში.

„სწორედ ახლა არის შესაფერისი დრო, რათა თევზისა და საქონლის ხორცის წარმოებიდან გადავიდეთ რაღაც ახალზე,“ – ამბობს იგი.

მადს ჰეკტერი  დანიაში საკვებად ვარგისი წყალმცენარეების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. მისი ფერმა Karteminde Seafarm aps-ი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ კერტემინეს სანაპირო ზოლში მდებარეობს. ამ ფერმაში ორი სახეობის ვარსკვლავისებრი წყალმცენარე მოჰყავთ: პალმარია პალმატა და საქარინა ლატისიმა, რომლებიც იაპონური სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტებია. ამ მცენარეების სპორები წყალში გაჭიმულ თოკებში შეჰყავთ და ამაგრებენ ისე, რომ წელიწადში ერთზე მეტი მოსავალი მიიღონ, თანაც ეკოლოგიური გზით.

„მე შემიძლია, რომ ერთი მცენარისგან რამდენჯერმე ავიღო მოსავალი, შესაძლოა სამი, ოთხი ან ხუთი წლის განმავლობაშიც,“ – განმარტავს მადსი. „ამ მეთოდით ნაკლები სამეურნეო მასალა იხარჯება, რადგან შეგიძლია ერთი თოკი მაგალითად ხუთი წელი გქონდეს. დაახლოებით 300-400 ტონა საქარინას წარმოება შემიძლია. ეს ახალი პროდუქტია და საჭიროა, რომ მთლიანი ღირებულებათა ჯაჭვი შევკრათ, სანამ წარმოებას გავაფართოებთ.“

ამ პროექტის კიდევ ერთი მიზანია ცნობადობის ამაღლება წყალმცენარის საკვებად გამოყენების შესახებ. მკვლევრები და სტუდენტები სამზარეულოს წიგნზე მუშაობენ, რომელშიც ოთხი საშუალო სკოლაა ჩართული, მათ შორის კუნძულ ლანგელანის საკოლა-ინტერნატიც.

კატრინე კააე ჰანსენი,  კერტემინეს კვლევისა და საჯარო ინფორმაციის ინსტიტუტის (Fjord Baelt) ბიოლოგი, რომელიც პროექტ  AlgaeFood-შია ჩართული, საჭმელად ვარგის წყალმცენარეს გვაჩვენებს:

„ამ წყალმცენარეს ზღვის ბეკონს უწოდებენ და ის უამრავ პროტეინს შეიცავს. შეგიძლია მისი ბეკონის ნაცვლად მიღება. იგი უფრო ეკოლოგიურია და უფრო ჯანსაღიც. ამიტომაც  საგანმანათლებლო ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდობა ჩვენი მომავალია, ისინი მომავალი მომხმარებლები არიან.“

ახალი საკვების აღმოსაჩენად ყველაზე კარგი გზა მისი გასინჯვაა. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს პრაქტიკული სემინარები, რათა ზღვის პროდუქტის გემო ფართო საზოგადოებას გააცნონ. ასეთი სემინარის დროს ლანგელანის სკოლა-ინტერნატის სტუდენტებმა და  შეფმზარეულმა წყალმცენარისგან კერძი მოამზადეს. წყალმცენარე ცხოვრებაში პირველად  გასინჯა სკოლის მოწაფე რეიჰანემ.

„ეს მცენარე ცოტა წელვადი და ხრაშუნაა,“ – ამბობს გოგონა. „ ამ პროდუქტს ხშირად არ ვჭამ და არც სკოლის მენიუში შედის. ის მართლაც უნიკალურია. უკვე ვიცი, რომ წყალმცენარე ათჯერ მეტ მინერალს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი ბოსტნეული, ეს კი ძალიან კარგია. ამის მერე ალბათ უფრო ხშირად შევჭამ წყალმცენარეს.“

პროექტ AlgaeFood ორი ქვეყანა მონაწილეობას: დანია და გერმანია. პროექტის საერთო ბიუჯეტი 1.9 მილიონი ევროა, რომლის  65%-საც ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკა აფინანსებს.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend