მთავარიკულტურაზურაბ წერეთელს 26 აპრილს თბილისში დაკრძალავენ

ზურაბ წერეთელს 26 აპრილს თბილისში დაკრძალავენ

მხატვარსა და მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს, 23 აპრილს საქართველოში ჩამოასვენებენ, ხოლო 26 აპრილს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის, გვერდით დაკრძალავენ.

რუსული სამთავრობო მედიის თანახმად, 23 აპრილს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში ხელოვანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება, შემდეგ კი მას სპეციალური რეისით თბილისში გადმოასვენებენ.

ზურაბ წერეთელი 22 აპრილის ღამით მოსკოვში 91 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. ის მსოფლიოში ცნობილი არაერთი ქანდაკების ავტორია. მის ნამუშევრებს შორისაა თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 2006 წელს აღმართული წმინდა გიორგის მონუმენტი, ასევე თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული კომპლექსი, „საქართველოს მატიანე“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend