მთავარიამერიკააშშერთობლივი ლოცვა და ტრადიციები - აღდგომა შეერთებულ შტატებში

ერთობლივი ლოცვა და ტრადიციები – აღდგომა შეერთებულ შტატებში

20 აპრილს მართლმადიდებლურმა და კათოლიკურმა სამყაროებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს. ყოველი სახელმწიფო აღდგომას მისთვის დამახასიათებელი უნიკალური ღონისძიებებით აღნიშნავს. ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც მართლმადიდებლებიც, კათოლიკეებიცა და პროტესტანტებიც ცხოვრობენ, აღდგომა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

სააღდგომო სამზადისი 2025 წელს განსხვავებული იყო. 2022 წელს შეერთებულ შტატებში გავრცელებული ფრინველის გრიპის გამო 168 მილიონი ფრინველი დახოცეს, რამაც კვერცხის ფასი საგრძნობლად გააძვირა. მარტში 10 კვერცხის ფასმა $6.23 აშშ დოლარი შეადგინა. დღესასწაულისთვის კი კიდევ უფრო მოიმატა, თუმცა მოქალაქეებისთვის ამას ხელი არ შეუშლია. კვერცხის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მათი მოგება გასამმაგდა.

სააღდგომო კალათაში კვერცხებთან ერთად შეერთებულ შტატებში აუცილებლად უნდა იყოს მარშმელოუს ტკბილეული, რომელსაც პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ საწარმოში ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ამზადებენ. სააღადგომოდ ეს ტკბილეული ძირითადად კურდღლის ფორმებისაა. ამერიკელები ამბობენ, რომ მის გარეშე სააღდგომო კალათა სრულყოფილი არაა.

„ვფიქრობთ, რომ პიპსები კულტურის ნაწილი იმიტომ გახდა, რომ ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ოჯახები, რომლებიც ამ ტკბილეულს სააღდგომო კალათაში ამატებდნენ, ასწავლიდნენ შვილებს, მეგობრებსა და სხვა ოჯახებს. პიპსები ძალიან საყვარელი პერსონაჟები არიან. ლამაზი ფერები და მხიარული ფორმები აქვთ.  გაზაფხულის განწყობაც შემოაქვთ“,  – ამბობს საწარმოს მენეჯერი, კეიტლინ სერვინი.

სააღდგომო მზადებაში ჩართულია თეთრი სახლიც. ეს ის ადგილია, სადაც  სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.

ოთხშაბათს, 16 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო ვახშამი გამართა. მოძღვრები სააღდგომო ლოცვებს კითხულობენ.

ვახშმის დროს სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა დაგმო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანთა დევნა და იუსტიციის დეპარტამენტს ანტიქრისტიანულ მოძრაობასთან ბრძოლა დაავალა.

„იესოს სიკვდილი და აღდგომა ქრისტიანული რწმენის არსია. მდიდარი თუ ღარიბი, ჯანმრთელი თუ ავადმყოფი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, მშვიდობიანობისა თუ ომის დროს შვებას პოულობს იმაში, რომ ქრისტე მათთვის აღესრულა და ზეცაში მასთან მიახლების შესაძლებლობა მიეცათ.  ესაა, რაც გვინდა. ესაა, რაც ყველას უნდა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ყოველწლიურად, აღდგომის მეორე დღეს, ანუ ორშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი თეთრი სახლის ეზოში ათასობით მორწმუნეს ელიან ხოლმე. ისინი სტუმრებს სააღდგომო კვერცხებითა და რულეტით უმასპინძლდებიან. ტრადიცია ვაშინგტონში 1878 წლიდან, პრეზიდენტ რეზერფორდ ჰეისის დროიდან, იღებს სათავეს.

თეთრი სახლის ეზოში იმართება შეჯიბრება კვერცის გაგორებაში. ბავშვები კოვზის დახმარებით კვერცხს ბალახზე აგორებენ და ცდილობენ, ფინიშის ხაზი სხვებზე ადრე გადაკვეთონ. შეჯიბრების დაწყებისას სასტვენს სწორედ ქვეყნის პრეზიდენტი ჩაბერავს ხოლმე.

ღონისძიება წელს, 21 აპრილს,  გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend