ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეასთან ახლოს შორ მანძილზე მოქმედი ბომბდამშენი თვითმფრინავებით წვრთნები ჩაატარა.
აშშ-მ წვრთნების ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებდნენ, ამერიკას ხელი შეეშალა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის განვითარებისთვის.
როგორც წესი, ჩრდილოეთი კორეა ბომბდამშენებითა თუ სხვა სახის სამხედრო წვრთნებს სარაკეტო ტესტებითა და მკაცრი განცხადებებით ეპასუხება. თუმცა, სამშაბათს, 15 აპრილს, გამართულმა წვრთნებმა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლოა უფრო მკაცრი პასუხი გამოიწვიოს, რადგან აშშ-ის სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს დამფუძნებლის, კიმ ილ სენგისადმი, მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად გაიმართა.