მთავარიაზიაღაზაევროკავშირი პალესტინელების მხარდასაჭერად 1.6 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი პალესტინელების მხარდასაჭერად 1.6 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირმა ღაზაში, დასავლეთ სანაპიროსა და იერუსალიმში  პალესტინელების მხარდასაჭერად 1,6 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა.

ორი წლის განმავლობაში გამოყოფილი თანხის მესამედზე მეტი პალესტინის ხელისუფლებას გადაეცემა და ის უნდა მოხმარდეს ფინანსური მდგრადობის, დემოკრატიული მმართველობისა და კერძო სექტორის განვითარებას.

ევროკომისარი ხმელთაშუა ზღვის საკითხებში დუბრავკა შუიცა აცხადებს, რომ ევროკავშირის პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს პალესტინელ ხალხს მდგრადი მომავლის მშენებლობაში. ეს ეხება მმართველობის შესაძლებლობების განვითარებასა და ეკონომიკის აღდგენას, ასევე კერძო სექტორის მდგრადობის გაძლიერებას.

ევროკავშირმა განცხადება მას შემდეგ  გაავრცელა, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია გააფართოვა. ისრაელელმა სამხედროებმა  ქალაქ ღაზაში ერთ-ერთ საავადმყოფოზე მიიტანეს იერიში, რის გამოც შენობიდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ 48 საათის განმავლობაში  90-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანეს იერიში, მათ შორის სარდლობის ცენტრებზე, გვირაბებსა და შეიარაღებაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend