მთავარისაქართველო„მოსკოვი თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის მზადაა“ - მიხეილ გალუზინი

„მოსკოვი თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის მზადაა“ – მიხეილ გალუზინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ინტერვიუ მისცა, რომელშიც ილაპარაკა უკრაინაზე, მოლდოვაზე, სომხეთსა და საქართველოზე.

საქართველოსთან მიმართებით გალუზინი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის. მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა.

„რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა. მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოებისა და, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესია სცადა, დღეს, საქართველოში სააკაშვილის რეჟიმს მკაცრად აკრიტიკებენ. გასულ შემოდგომაზე, წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან გონივრული განცხადებები გაისმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასთან დაკავშირებით, შერიგების განზრახვის აუცილებლობის შესახებ. როგორც ვხვდები, ასეთივე განწყობა აქვს ოფიციალურ თბილისს აფხაზეთთან მიმართებითაც. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალია“ , – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება.

გალუზინი აცხადებს: „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარება, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მივიღეთ, გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა ჩვენ კვლავ ვართ მზად განვავითაროთ თანამშრომლობა საქართველოსთან.”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend