მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა გლობალური ტარიფების დაწესების შემდეგ დაახლოებით 170 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ გამოცემები „ბიზნეს ინსაიდერი” და „ფორბსი” წერენ.
ამ ბიზნესმენებს შორის არის აშშ-ის პრეზიდენტის მხარდამჭერი მილიარდერი ილონ მასკი.
სოციალურ ქსელსა და მედიასთან საუბრისას ბიზნესმენები ტრამპის ტარიფების პოლიტიკას აკრიტიკებენ.