მთავარისაქართველოგიორგი გახარია პარლამენტში 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს

გიორგი გახარია პარლამენტში 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს

საქართველოს პარლამენტში შექმნილი „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოს თხოვნით მიმართავს, მუშაობის ვადა კიდევ 1 თვით, 5 ივნისამდე გახანგრძლივდეს.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის განცხადებით, მათი სურვილია, რომ საგამოძიებო კომისიას დასკვნა საშემოდგომო სესიის დაწყების დროს მზად იყოს. ასევე სურვილი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელი თვითმმართველობის არჩევნებამდე შეიტანონ.

„ამ დოკუმენტს [კომისიის დასკვნას] უნდა დაეყრდნოს მომავალში ყველა ის სამართლებრივი პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს მოცემული ძალადობისა და უკანონობის ავტორთა პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმისა თუ ყოფნის აკრძალვას. ის პარტიები, რომლებშიც ეს პირები არიან გაწევრიანებულები ან მომავალში ის პარტიები, რომელსაც ისინი ხელახლა დააფუძნებენ, ვერ იქნებიან პოლიტიკურ ველზე. ეს არის ასე და ვერ იქნება სხვანაირად იმიტომ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა „ქართული ოცნების“ მხრიდან დაგვიანებულიც კია. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ეს თავის დროზე გააკეთა, ვინც თქვა, რომ ჩვენს ქვეყანას ეს დაემართა და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ამას ემსახურება ეს კომისია და მისი დასკვნა.

ჩვენ ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ კომისიამ მიმართოს პარლამენტს, როგორც არის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომ ჩვენი უფლებამოსილების ვადა არა 5 მაისს, არამედ 5 ივნისს ამოიწუროს და ერთი თვით მაინც გაუგრძელდეს ჩვენს კომისიას მუშაობის ვადა. გარდა იმისა, რომ მოცულობითია ჩვენი სამუშაო თემები, ახლახან ჩვენი კომისიის უფლებამოსილება ქრონოლოგიურადაც გაფართოვდა და დაგვემატა 2012-2024 წლებში მომხდარი სხვადასხვა ფაქტის შეფასებაც. ყოველივე ეს ვფიქრობ, რომ მოითხოვს და აუცილებლობაა,მინიმუმ ერთი თვით გაგვიგრძელდეს ვადა და ჩვენ სერიოზული დოკუმენტის ჩამოყალიბება შევძლოთ გაგრძელებულ ვადაში, ხოლო საშემოდგომო სესიის პირველ კვირებში წარვდგეთ პლენარული სესიის წინაშე”, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. ჯერ უცნობია, გეგმავს თუ არა გიორგი გახარია პარლამენტში მისვლას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend