ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა.
უწყების ცნობითვე, სანქცია 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
„იმ შემთხვევაში თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება”, – აცხადებენ სამინისტროში.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ დავით დამენიამ ისაუბრა.