შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე ფასები მნიშვნელოვნად იცვლებოდა, საბოლოოდ კი სამშაბათის, 8 აპრილის, სესიის დახურვისას მკვეთრად დაეცა.
დილით აქციების ფასი ოდნავ გაიზარდა, თუმცა მალევე შემცირდა, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩინეთიდან იმპორტზე 104-პროცენტიან ტარიფებს აწესებს.
S&P 500 ინდექსმა თავდაპირველად 4.1 პროცენტით მოიმატა. ასეთი მატება წლების განმავლობაში არ ყოფილა, თუმცა ვითარება მალევე შეიცვალა და 3 პროცენტით შემცირდა. საბოლოოდ კი 1.6-პროცენტიან ნიშნულზე გაჩერდა. Dow jones-ის სამრეწველო ინდექსი 320 პუნქტით შემცირდა, ანუ 0.8 პროცენტით. „ნასდაქ კომპოზიტის“ კი – 2.1 პროცენტით.
არასტაბილური მდგომარეობა გლობალურ საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვან მატებას მოჰყვა, ინდექსები გაიზარდა 6%-ით ტოკიოში, 2.5%-ით პარიზში, 1.6%-ით კი შანხაიში.
მიუხედავად გარკვეული მატებისა, ანალიტიკოსები უახლოეს დღეებში ფასების კიდევ უფრო მკვეთრ ცვლილებას ვარაუდობენ.