მედიაში ვრცელდება იმ კომპანიებისა და ორგანიზაციების სახელები, რომლებმაც შესაძლოა შეიძინონ ჩინური წარმოშობის აპლიკაცია „ტიკტოკი“.
აშშ-ში „ტიკტოკი“ ამერიკულ კომპანიაზე უნდა გაიყიდოს 5 აპრილამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის, აშშ-ის სენატის მიერ მიღებული კანონის მიხედვით დაიბლოკება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
აშშ-ის მთავრობაში აქვთ ეჭვი, რომ პლატფორმა ჩინეთის ხელისუფლებას ამერიკელი მომხმარებლების პირად მონაცემებს გადასცემს.