მთავარიკულტურა„მშვიდობით გილეად!“ - “მხევლის წიგნის” ფინალური სეზონი

„მშვიდობით გილეად!“ – “მხევლის წიგნის” ფინალური სეზონი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი „მხევლის წიგნი“ დასასრულს უახლოვდება. მეექვსე, ფინალური სეზონის პრემიერა 8 აპრილს გაიმართება.

ეს კი განსაკუთრებით ემოციური მომენტია მსახიობებისთვის

„ვტიროდი, რადგან ეს ყველაფერი დამშვიდობებას ნიშნავს იმ ხალხთან, ვინც ძალიან მიყვარს. იყო მწუხარებაც და სიამაყეც იმ საქმის გამო, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით და ასევე დიდი მადლიერება იმ დროისთვის, რაც ჩვენ ერთად ამ ხნის განმავლობაში გავატარეთ“, – ამბობს მსახიობი ენ დაუდი.

მარგარეტ ეტვუდის 1985 წლის დისტოპიური ნოველა “მხევლის წიგნი”, რომელსაც სერიალი ეფუძნება მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთ ღამეში დავკარგოთ თავისუფლება და დამყარდეს რეჟიმი, რომელიც გაანადგურებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.

რომანი გვიამბობს შემაძრწუნებელი მოვლენების შესახებ, რომელიც რელიგიის სახელითა და ტოტალიტარული რეჟიმის გამეფებით გილეადას მოსახლეობას თავს დაატყდება.

სადაც ქალები მამაკაცთა საკუთრებად იქცევიან და სექსუალური ტყვეობის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, სიყვარული, საუბარი და ქუჩაში სიარულიც კი…

ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება.

და ბუნებრივია, როგორც რეალურ ცხოვრებაში. ფილმშიც ტირანია მძაფრ წინააღმდეგობას შობს.

„სერიალის მთავარი მამოძრავებელი ჯუნის მებრძოლი სულია. ის იბრძვის და არ ნებდება. და ეს არის ის რაც ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება”, – ამბობს მსახიობი ბრედლი უიტფორდი.

სერიალის მეექვსე და ფინალური სეზონი სწორედ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლასა და გამძლეობაზეა.

და ქალებზე, რომლებიც ამ ბრძოლის სათავეში დგანან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend