მთავარიკუბიილონ მასკმა შესაძლოა, ტრამპის გუნდი დატოვოს

ილონ მასკმა შესაძლოა, ტრამპის გუნდი დატოვოს

ილონ მასკმა მალე შესაძლოა  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი დატოვოს.

გამოცემა Politico ამ ინფორმაციას სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი წევრი და გარე მოკავშირე იმედგაცრუებული დარჩა ილონ მასკის არაპროგნოზირებადობით და მას პოლიტიკურ ნაკლად მიიჩნევენ.

ისინი აცხადებენ, რომ ილონ მასკი უმართავი ძალაა, რომელსაც პრობლემები ჰქონდა კაბინეტის მდივნებთან და თეთრი სახლის გუნდთან, რომელსაც ხელმძღვანელობს შტაბის უფროსი სუზი უილსი.
თეთრ სახლში საუბრობენ იმასაც, რომ ილონ მასკის მოულოდნელი კომენტარები პლატფორმა იქსზე, ხშირად იწვევს დაბნეულობას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ის აზიარებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და არაკოორდინირებულ იდეებს ფედერალური სააგენტოების შეწყვეტის შესახებ.
ასევე წყაროების ცნობით, მასკის გადასვლა, დიდი ალბათობით, დაემთხვევა ილონ მასკის, როგორც „მთავრობის სპეციალური თანამშრომლის“ ვადის ამოწურვას, რომელიც დროებით ათავისუფლებს მას გარკვეული ეთიკური და ინტერესთა კონფლიქტების წესებისგან. 130 დღიანი ვადა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იწურება.
ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ილონ მასკი სავარაუდოდ შეინარჩუნებს მრჩევლის არაფორმალურ როლს და ზოგჯერ გამოჩნდება თეთრ სახლშიც. მეორე წყარო კი ამბობს, რომ ვინც ფიქრობს, რომ მასკი სრულიად გაქრება ტრამპის ორბიტიდან, თავს იტყუებს.
ამ ამბავს თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ Politico-ს ექსკლუზიური ინფორმაცია სრული სისულელეა და რომ ილონ ასკი ჯერჯერობით არ ტოვებს თავის თანამდებობას. კეროლაინ ლევიტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ილონ მასკმა და პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ილონ მასკი დატოვებს საჯარო სამსახურს, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომელი, როდესაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში მისი შესანიშნავი სამუშაო დასრულდება.

, როგორც „მთავრობის სპეციალური თანამშრომლის“ ვადის ამოწურვას, რომელიც დროებით ათავისუფლებს მას გარკვეული ეთიკური და ინტერესთა კონფლიქტების წესებისგან. 130 დღიანი ვადა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იწურება.

ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ილონ მასკი სავარაუდოდ შეინარჩუნებს მრჩევლის არაფორმალურ როლს და ზოგჯერ გამოჩნდება თეთრ სახლშიც. მეორე წყარო კი ამბობს, რომ ვინც ფიქრობს, რომ მასკი სრულიად გაქრება ტრამპის ორბიტიდან, თავს იტყუებს.
ამ ამბავს თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ Politico-ს ექსკლუზიური ინფორმაცია სრული სისულელეა და რომ ილონ ასკი ჯერჯერობით არ ტოვებს თავის თანამდებობას.
კეროლაინ ლევიტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ილონ მასკმა და პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ილონ მასკი დატოვებს საჯარო სამსახურს, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომელი, როდესაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტში მისი შესანიშნავი სამუშაო დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend