მთავარიკუბიჩატარდება თუ არა არჩევნები უკრაინაში - კიევში წინასაარჩევნო მზადების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

ჩატარდება თუ არა არჩევნები უკრაინაში – კიევში წინასაარჩევნო მზადების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო ის გაუქმდა, ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნები. 2025 წელს შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე ეს თემა დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა.

გაზეთმა Economist-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდი, სავარაუდოდ, აპირებს ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ზაფხულში, თუმცა სამთავრობო უწყებები ამას უარყოფენ.

უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება შესაძლებელია საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 90 დღის შემდეგ. საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ კი ჯერჯერობით არ საუბრობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend