მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

უკვე გაზაფხულია და წინ უფრო ნათელი დღეები გველის. შეიძლება დაღლილი იყო, მაგრამ მაინც არ უნდა დაკარგო დრო მოსაბეზრებელ რაღაცებზე.

ამ კვირის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ და ეწვიეთ ლონდონის დიზაინის მუზეუმის ახალ გამოფენას Splash,  სადაც საუკუნის საცურაო კოსტიუმებია წარმოდგენილი. პომპიდუს ცენტრი კი იმ ფერადკანიანი მხატვრების ნამუშვრებს მასპინძლობს, რომლებმაც გავლენა იქონიეს პარიზის კულტურული დღის წესრიგზე 1950 წლიდან 2000 წლების პერიოდში.

უნდა აღვნიშნოთ გასული კვირის მოვლენებიც,  კერძოდ, სეთ როგენის ფილმი “სტუდია” Apple TV+-ზე. ეს  არის ახალი კომედია ჰოლივუდის ფილმების გადაღების შესახებ. კინოს სამყაროში კი გასულ პარასკევს (28 მარტს)  მხიარული თრილერი Novocaine გამოვიდა, რომელშიც მთავარ როლს  ჯეკ კუეიდი ასრულებს.

გამოფენები

‘JR: Through My Window’

2000-იანი წლების დასაწყისში მხატვარმა JR-მა, იმავე ჟან-რენემ, პარიზის მეტროში კამერა იპოვა. მან თავისი  სურათები ფართომასშტაბიანი ფორმატით პარიზის ქუჩებში გადაიტანა, რითაც ქალაქი, ფაქტობრივად,  გალერეად აქცია. შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში, იგი მუშაობდა ამბიციურ პროექტებზე მთელ მსოფლიოში. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო 2011 წლის “Inside Out (The People’s Art Project)”, რომელშიც ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქ იყო წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები და პერსონალური ისტორიები. ახალი გამოფენა ლისაბონის ანდერდოგსის გალერეაში იმართება. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს  JR-ის კარიერას.  გამოფენა 28 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით პორტუგალიის დედაქალაქში იმართება.

‘Dormitorium: The Film Décors Of The Quay Brothers’

სიურეალისტური, უცნაური და, ზოგადად, ფსიქოლოგიური მოვლენების მოყვარულები კარგად იცნობენ  ძმებ კუაიებს.  ძმები განთქმული არიან თავიანთი  კინემატოგრაფიული კარიერით, რომელიც 1970-იან წლებში დაიწყო. პოლონეთის კინოფესტივალის ფარგლებში ძმებ კუაიების  შესანიშნავი ქმნილებები დროებით ლონდონის Swedenborg House-ში ინაცვლებს. ეს არის იშვიათი შესაძლებლობა, შეხვიდე მსოფლიოს ორი ყველაზე ცნობილი ანიმატორის წარმოსახვაში და ახლოდან დაინახო კადრები. გამოფენა 4 აპრილამდე გაგრძელდება.

‘Tracey Emin: Sex and Solitude’

იტალიაში, კერძოდ, ფლორენციაში, ტერნერის პრემიაზე ნომინირებული ბრიტანელი მხატვრის ტრეისი ემინის დებიუტი გაიმართა. მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო 60-ზე მეტი ნამუშევარი სექსუალური ურთიერთობებისა  და მარტოობის თემებზე. ნახატებით, ქანდაკებებით, ფოტოებით, ჩანახატებით, ნეონის ინსტალაციებით გადმოცემულია, ერთი მხრივ, პირადული, თუმცა, ამავდროულად,  საყოველთაოდ გასაგები და მგრძნობიარე თემები, იქნება ეს ოცნებების ასრულება, სიყვარული თუ იმედგაცრუება.  ტრეისი ემინის ნამუშევრები სითამამით გამოირჩევა.  მის კარიერაში განმსაზღვრელი იყო ღირსება, რომელიც სევდიანიცაა და ლამაზიც, თუმცა ყოველთვის სიცოცხლით სავსე. გამოფენა, რომელსაც პალაცო სტროცი მასპინძლობს, 20 ივლისამდე გაგრძელდება.

ღონისძიებები

პირველი აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ბელგიაში,  კერძოდ, ბულიონში, ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის საინტერესო ღონისძიება იმართება. ყოველწლიურად ბელგიის ეს ქალაქი კალმახის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის თემა, როგორც წესი,  მტკნარი წყლის თევზები და მათთან დაკავშირებული კულინარიული შესაძლებლობებია. აქ ყველა ადგილობრივი რესტორანი მიმდებარე სოფლების რესტორნებთან ერთად მონაწილეობს. ისინი სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ამზადებენ კერძებს. ეს მართლაც შესანიშნავი  ღონისძიებაა.

ფილმები

A Minecraft Movie

უკვე, ვიცით, რაზეც ფიქრობთ. Minecraft, არა? ფილმი, რომელიც დაფუძნებულია 2010-იანი წლების საბავშვო თამაშზე? და ჩვენ უნდა დაგეთანხმოთ – არც ჩვენ ვართ ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი. თუმცა გვერდზე გადავდოთ ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული ცინიზმი და აღვნიშნოთ, რომ  ის არც თუ ისე ცუდად გამოიყურება. მთავარ როლებს ჯეკ ბლეკი და ჯეისონ მომოა ასრულებენ. ისინი არიან ჯგუფის წევრები, რომლებიც საიდუმლო პორტალის საშუალებით უცნაურ კუბურ სამყაროში აღმოჩნდებიან და სახლში დასაბრუნებლად თავიანთი ფანტაზია უნდა გამოიყენონ. ფილმი ევროპის კინოეკრანებზე ოთხ აპრილს გამოვა.

Flow

თუ ჯერ არ გინახავთ გინტს ზილბალოდისის ჯადოსნური და მრავალი  ჯილდოს მფლობელი ანიმაცია Flow, აუცილებლად ნახეთ! ოსკაროსან ანიმაციას ახლა ევროპის ბევრი კინოთეატრი აჩვენებს.  პრემიერა კი გასულ წელს კანში შედგა. სიუჟეტის მიხედვით,  პატარა კატა, რომელიც ცდილობს, გაექცეს წყალდიდობას,  გზაში სხვა ქარიზმატულ ცხოველებს დაუმეგობრდება. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არის დიალოგი, საკმაოდ ნოსტალგიურია და სტრესიც ახლავს თან, მაინც  თბილი ფილმია და სულს ამშვიდებს.

სერიალები

The Studio

კინემოყვარულებისთვის ახლა ყველაზე საინტერესო სატელევიზიო სერიალია The Studio. მთავარ როლს სეთ როგენი ასრულებს, რომელიც  ასევე სერიალის თანაავტორია. მეტ რემიკი (სეთ როგანი)  გამოგონილი ‘Continental Studios’-ის ახლად დანიშნული ხელმძღვანელია. მისი  იდიოტი და მკაცრი უფროსი გრიფინ მილი (ბრაიან კრენსტონი)  მას ფილმის გადაღებას დაავალებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები: კეტრინ ო’ჰარა, მარტინ სკორსეზე, შარლიზ თერონი, სტივ ბუშემი და სარა პოლი.

მუსიკა

ოდესღაც უილ სმიტი ხალხმა შეიყვარა სერიალით „პრინცი ბელ-ეარიდან“. თუმცა იგი ბევრს იმით დაამახსოვრდა, რომ  კრის როკს ოსკარის დაჯილდოებაზე სილა გააწნა.  უილ სმიტისთვის ბოლო სამი წელი ძალიან რთული იყო. რამდენადაა შესაძლებელი ოცი წლის შემდეგ გამოცემული პირველი ალბომით მან შვება იგრძნოს?

 ”ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვცდილობდი, მეპოვა საკუთარი თავი. ამ ალბომის შექმნა მაძლევს უფლებას, ვიყო უფრო გულწრფელი, ვიდრე ოდესმე. ამით გამოჩნდება,  ვინ და რა ვარ სინამდვილეში. ეს იქნება ჩემი მთელი ცხოვრების უდიდესი მხატვრული შემოქმედებითი პერიოდი”, ამბობს უილ სმიტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend