სამხრეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო სამსახურის ათასობით თანამშრომელი და ათობით ვერტმფრენია მობილიზებული. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ძლიერი ქარი აფერხებს მათ მუშაობას.
ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით 37,000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. განადგურებულია 300-ზე მეტი შენობა-ნაგებობა, მათ შორის უძველესი ბუდისტური ტაძრები.
ხუთშაბათს საღამოს წვიმას ელოდნენ, თუმცა კორეის სატყეო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ეს ვერ განმუხტავს სიტუაციას.
ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულები ძირითადად 60 წელს გადაცილებულები იყვნენ, რომლებსაც უჭირდათ სწრაფად გადაადგილება. ზოგიერთმა მათგანმა ევაკუაციაზე უარიც კი განაცხადა.
მეცნიერები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილება მთელ მსოფლიოში ექსტრემალურ ამინდებს იწვევს, მათ შორის ტყის ხანძრებს, რომელთა შედეგადაც იხოცება უამრავი ადამიანი, ზარალი კი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს აღწევს.