„ნუ ეცდები“- ასე ჰქვია ილუზიონისტი დევიდ ბლეინის დოკუმენტურ სერიალს, რომელიც სამყაროს ჯადოსნობას ასახავს. უნიკალური კადრებისთვის კი ილუზიონისტმა 3 წლის განმავლობაში 9 ქვეყანა მოიარა.
დოკუმენტური სერიალი შედგება 6 სერიისგან, რომელშიც ილუზიონისტი ხვდება მყვინთავებს ბრაზილიაში, რომლებიც ეხმარებიან მას, რომ გადახტეს ხიდიდან ალმოდებული და ათეულობით მორიელით სხეულზე.
„ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. თუმცა ჩვეულებრივ მე არ ვაჩვენებ პროცესის ამ მხარეს, რადგან როგორც ილუზიონისტს მსურს, ვაჩვენო მეორე ნაწილი მაშინ, როცა უკვე ყველაფერი გასაგებია და საბოლოო შედეგი დამდგარია”, – ამბობს ილუზიონისტი დევიდ ბლეინი.
ილუზიონისტის დოკუმენტური სერიალის პრემიერა National Geographic-ზე შედგა.