მთავარიამერიკააშშ25%-იანი ტარიფები აშშ-ში იმპორტირებული ავტომობილებისთვის

25%-იანი ტარიფები აშშ-ში იმპორტირებული ავტომობილებისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

თეთრი სახლის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ავტომობილების შიდა წარმოების გაძლიერებას, ხოლო გაზრდილი ტარიფები ქვეყანას ყოველწლიურად 100 მილიარდ დოლარს მოუტანს.

ავტომობილების ინდუსტრიაში შიშობენ, რომ შესაძლოა ტარიფებმა იმოქმედოს ფინანსურად უარყოფითად იმ მწარმოებლებზე, რომლებიც დამოკიდებული არიან გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე. ისინი შიშობენ, რომ გაზრდილი ტარიფების შედეგად ავტოწარმოების ხარჯები გაიზრდება, ხოლო გაყიდვების რაოდენობა კი იკლებს. განკარგულებაზე ხელის მოწერის შემდეგ კი, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფების დაწესება ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტი ქარხნის გახსნას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ ძალიან ძლიერი პოლიტიკა გვექნება. ეს საკმაოდ მარტივია, თუ ნაწილები დამზადებულია აშშ-ში, ასეთ შემთხვევაში ნაწილები არ დაიბეგრება და მას ტარიფები არ დაუწესდება. ამ კუთხით ძალიან ძლიერი პოლიტიკა გვექნება. მიმაჩნია, რომ საბოლოო ჯამში ავტომობილები ერთ ადგილას უნდა მზადდებოდეს. ახლა მანქანებს ამზადებენ აშშ-ში, გზავნიან კანადაში, შემდგომ მექსიკაში, ეს წარმოუდგენელია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ტარიფებს ყველა ქვეყანას დაუწესებს. თუმცა, როგორც მან განაცხადა, ტარიფები არ იქნება მაღალი.

„ყველა გაოცებული დარჩება, რადგან ჩვენი ტარიფები იქნება იმ ტარიფებზე ნაკლები, რომლებსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში ჩვენ გვახდევინებდნენ. შესაბამისად, ვფიქრობ, ყველა ძალიან გაკვირვებული დარჩება. ვფიქრობ, რომ ისინი სასიამოვნოდ გაკვირვებული იქნებიან“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend