მთავარისაქართველოსტუდენტების მოძრავი პროტესტი - აქცია თეატრალურ უნივერსიტეტთან

სტუდენტების მოძრავი პროტესტი – აქცია თეატრალურ უნივერსიტეტთან

„ძალა სტუდენტების ერთობაშია” – ამ ლოზუნგით სტუდენტები ამჯერად თეატრალურ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.

ეს სტუდენტების ინიციატივის, ახალი საპროტესტო კერის შექმნის ფარგლებში უკვე მესამე შეკრებაა. მანამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია ჯერ განათლების სამინისტროსთან, შემდეგ კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გამართეს და განათლების სისტემასა და აკადემიურ სივრცეებში არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკურ რეპრესიებზე ისაუბრეს.

სტუდენტების მოთხოვნები საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნაა.

19 მარტს განათლების სამინისტროსთან შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, რომ პროტესტის ახალ ფაზაში გადადიან და სხვადასხვა სივრცეში მუდმივად შეიკრიბებიან, რათა ისაუბრონ განათლების სისტემაში არსებულ სიღრმისეულ პრობლემებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათი თქმით, „არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებებისა თუ უმოქმედობის შედეგია”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend