მთავარიმსოფლიოწელს მყინვარების მსოფლიო დღე პირველად აღინიშნება

წელს მყინვარების მსოფლიო დღე პირველად აღინიშნება

არგენტინაში მყინვარები ყოველწლიურად დნება. მყინვარ პერიტომორენოს სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩადიან. ბევრ მათგანს სურს, ნახოს,  როგორ ცვივა ყინულის ნამსხვრევები ტბაში.

როგორც თავად ამბობენ, ეს დაუვიწყარი სანახაობაა. ადგილობრივი გიდს ვიქტორია პაჩეკოს ტურისტები მყინვარის პერიტომორენოს ყინილოვანი კაშხლის სანახავად დაჰყავს. ეს ცნობილი ყინულოვანი კაშხალი 2018 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ყინული მაგალანეს ნახევარკუნძულს დაეჯახა და არგენტინის ტბის ნაწილი დროებით გადაკეტა. შემდეგ კი ჩამოინგრა. ვიქტორია პაჩეკო ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ყინულის საფარი საგრძნობლად შემცირებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს მყინვარი ასი წელია მყარად დგას, ბოლო ათი წლის განმავლობაში მისი მოცულობის შემცირების მაღალი ტემპი შეინიშნება. ის დნება. გასულ წლებთან შედარებით ზომაში იკლებს, პროცესი სწრაფად მიმდინარეობს”, – ამბობს გიდი, ვიქტორია პაჩეკო.

გაერომ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დააარსა მყინვარების მსოფლიო დღე, რომელიც წელს პირველად აღინიშნება.

გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით მყინვარები უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ოდესმე. იუნესკოს თანახმად,  მყინვარების დნობა მიუთითებს კლიმატის ცვლილებაზე.

სწორედ გლობალური ტემპერატურის ზრდის გამო მცირდება ყინულის საფარი. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თუ სათბურის აირების ემისიები არ შემცირდება, 2100 წლისთვის მსოფლიოს მყინვარების რაოდენობა შეიძლება განახევრდეს, რაც შემდგომ მტკნარი წყლის მარაგსა და ეკოსისტემებს შეუქმნის საფრთხეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend