მთავარისაქართველოპარლამენტის წინ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავეს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავეს

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შსს-მ სამი პირი დააკავა. ორი დაკავებული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ხოლო ერთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ესენი არიან ის სტუდენტები, რომლებიც პროტესტის ნიშნად მეხუთე დღეა, საკანონმდებლო ორგანოსთან ღამეს ათევენ.

როგორც ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები ჰყვებიან, დემონსტრანტები იმის გამო დააკავეს, რომ ისინი საქართველოს პარლამენტთან პლასტმასის სკამების მიტანას ცდილობდნენ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 114 დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და 28 ნოემბრის დემონსტრაციების შემდეგ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend