მთავარისაქართველო21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია გაუქმების საფრთხის წინაშეა.

მედიაომბუდსმენის თქმით, “რუსული კანონის” პირობებში არაერთ ცენტრალურ და რეგიონულ მედიაორგანიზაციას გაქრობა ემუქრება.

“რუსული კანონის” პირობებში, არაერთ ცენტრალურ და რეგიონულ მედიაორგანიზაციას გაქრობა ემუქრება. დამოუკიდებელ, ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალ ჟურნალისტებს დევნიან, ავიწროებენ და აგენტებად დარეგისტრირებას აიძულებენ”, – წერია განცხადებაში.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გამოუძიებელია ჟურნალისტების და ოპერატორების წინააღმდეგ ჩადენილი ასობით დანაშაული, პროფესიული საქმიანობის შესრულება კი კრიტიკულ მედიებში მომუშავე პირებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უხდებათ. მათივე თქმით, უკანონო პატიმრობაშია დამოუკიდებელი გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend