მთავარისაქართველოსასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა

19 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნიკა კაცია ბრალს უარყოფს, ამბობს, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს“ და რომ მის საქმეზე გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს. იგი თავისი დაკავების გამოძიებას ითხოვს.

ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend