მთავარიგადაცემებიCrossing Cultures„აღმოსავლეთის ვენეცია“ - ქალაქი ჩინეთში, სადაც ტრადიცია ხვდება თანამედროვეობას

„აღმოსავლეთის ვენეცია“ – ქალაქი ჩინეთში, სადაც ტრადიცია ხვდება თანამედროვეობას

გადაცემაში „კულტურათა გზაჯვარედინი“  ევრონიუსი ჩინეთის ქალაქ სუჭოუში  გამოგზაურებთ, რომელიც ცნობილია თავისი კლასიკური ბაღებით, წყლის არხებითა და უნიკალური სამზარეულოთი. ამ ქალაქს, ხშირად  აღმოსავლეთის ვენეციასაც უწოდებენ.

ჩინეთის იმპერიის დროინდელი ბიუროკრატიული ცენტრი, ქალაქი სუჭოუ საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა მნახველს თავისი განთქმული აბრეშუმით, ბაღებითა და  არხებით. სწორედ ამიტომ  ამ უძველეს ჩინურ ქალაქს ხშირად „აღმოსავლეთის ვენეციასაც“ უწოდებენ. შანხაის ხმაურს რომ გაერიდონ, მოსახლეობა ხშირად აკითხავს სუჭოუს.

გადაცემის „კულტურათა გზაჯვარედინის“ წამყვანებმა პოლმა და იგორმა  მოინახულეს ეს ქალაქი და გასინჯეს აქაური კულინარიული შედევრები.

 ტრადიციის გემო

სუჭოუ შანხაიდან 100 კილომეტრის მოშორებით ძიანსუს პროვინციაში ტბა ტაიხუს ნაპირას მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკნარი ტბაა ჩინეთში.

ამ ქალაქმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩინეთის ისტორიისა და კულტურის ფორმირებაში – მათ შორის გამორჩეული სამზარეულოსიც, რომლის მთავარი ინგრედიენტი ხშირად – თევზია. სუჭოუს სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია ციყვისებრი მანდარინის თევზი. როგორც ამბობენ, ეს კერძი პირველად იმპერატორ ციანლუნისთვის მოამზადეს დაახლოებით 400 წლის წინ. ამ კერძის მომზადების დროს მთავარი თევზის ოსტატურად დაჭრა. დაჭრილ თევზს ბრაწავენ და ტომატის სოუსს ასხამენ. მაგრამ საინტერესოა, მაინც რატომ ჰქვია ამ თევზს ციყვისებრი?

რესტორან Deyuelou-ის შეფმზარეული ჭუ ჟუნგძინი ასე ხსნის ამ ამბავს:

“ამ მანდარინის თევზს ციყვის ფორმა აქვს. თავი მაღლა აქვს აწეული და კუდი აპრეხილი. როდესაც ცხელ სოუსს ასხამ, ისეთ წრიპინა ხმას გამოსცემს, როგორც ციყვი. ციყვი ჩვენს ქვეყანაში კარგი იღბლის სიმბოლოა“.

რაც შეეხება თავად კერძს, შეფმზარეული მის ღირსებასაც აგვიწერს:

“გარეთა კანი ხრაშუნა ფენით არის დაფარული და ძალიან ხრამუნაა, რადგან ფქვილში რომ ამოვგანგლეთ, სოუსმა ვეღარ შეაღწია ღრმად მთელ თევზში“.

კავშირი საფრანგეთთან

სუჭოუ  განთქმულია თავისი ისტორიული სანაოსნო გზებით. თუმცა ამ ქალაქს თანამედროვე სიცოცხლით სავსე სულიც აქვს, რომელიც საერთაშორისო შემოქმედებით ტალანტებს იზიდავს. ჯილდოების მფლობელმა, ნამცხვრების ოსტატმა ფრანგმა შეფმზარეულმა დევიდ ალვესმა აქ საკუთარი ბიზნესი გახსნა – საცხობი Très TenTant-ი .

ალვესის ერთ-ერთი სახელგანთქმული დესერტი „მატჩას (matcha) ბაფთა“ ფრანგული კულინარიისა და ჩინური შთაგონების ნაზავია. ამ ნამცხვრის ფორმა სუჭოუს ისტორიული სახლების სახურავების კრამიტის მსგავსია.

ნამცხვრის მომზადების დროს, რომელიც შედგება ბისკვიტისა და მატჩას ფენებისგან, რომელშიც ფორთოხლისა და ჟოლოს ხილფაფა დევს, დევიდმა იგორს აუხსნა, თუ როგორ ითვალისწინებს ადგილობრივების გემოვნებას:

„ნაკლებ შაქარს ვიყენებთ, რადგან ჩინელებს არ უყვართ ტკბილი. იგივე მეთოდი დავნერგე საფრანგეთშიც ჩემს მაღაზიაში, ჩვენს მომხმარებელს მოეწონა“.

კულტურათა გზაჯვარედინი

სუჭოუს  არხები და ბაღები იმაზე მეტყველებს, რომ ეს ქალაქი ძველად ძალიან მდიდარი იყო, ძირითადად აბრეშუმით ვაჭრობის წყალობით. ეს აბრეშუმი ჩინეთის საზღვრებიდან ძალიან შორს მიჰქონდათ. სუჭოუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. თუმცა, მიუხედავად სიძველისა, ეს ქალაქი თანამედროვეობასაც ფართოდ უღებს კარს. ვისაც პეკინისა და შანხაის გარდა სხვა ქალაქების დათვალიერებაც აინტერესებს, სუჭოუ ნამდვილად კარგი არჩევანია, თავისი ისტორიით, კულტურითა და გასტრონომიით.

ავტორი: პოლ ჰაკეტი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend