მთავარიმსოფლიომოსკოვი და კიევი ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას მომდევნო 30 დღის განმავლობაში შეწყვეტენ

მოსკოვი და კიევი ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას მომდევნო 30 დღის განმავლობაში შეწყვეტენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის წინადადებას დასთანხმდა. მოსკოვი და კიევი ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას მომდევნო 30 დღის განმავლობაში შეწყვეტენ – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი თითქმის სამი საათი გაგრძელდა.

პრეზიდენტებს შორის გამართული დისკუსიის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში თეთრი სახლი ადასტურებს, რომ მხარეები საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ტექნიკური მოლაპარაკებების“ გამართვაზეც მორიგდნენ.

„ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში“, – ვკითხულობთ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ტრამპი და პუტინი აგრეთვე თანხმდებიან, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს სამომავლოდ მრავალი დადებითი მხარე შეიძლება ჰქონდეს, იქნება ეს ეკონომიკური თანამშრომლობის თუ გეოპოლიტიკური სტაბილურობის თვალსაზრისით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend