მთავარიაზიაღაზაღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია

ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია

ომით განადგურებულ ღაზაში პალესტინელებს  სასმელი წყალი არ აქვთ.  მათ  რამდენიმე დღის განმავლობაში უწევს ლოდინი, რომ შეავსონ წყლის კონტეინერები.

როდესაც წყლის მანქანა ჩერდება, გრძელი რიგები იქმნება და ადამიანებს დიდი გზის გავლა უწევთ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი წყაროს მოსაპოვებლად.

ორი კვირაა, რაც ისრაელმა დაბლოკა საკვების, საწვავისა და სხვა მარაგის მიწოდება ღაზის დაახლოებით ორი მილიონი პალესტინელისთვის.  ერთი კვირის წინ კი გაუთიშა ელექტროენერგია ქარხანას, რომელიც უზრუნველყოფდა ტერიტორიის ნაწილის წყლით მომარაგებას. ისრაელის მიზანი იყო, „ჰამასი“ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის შესრულებაზე დაეყოლიებინა.

ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც 19 იანვარს დაიწყო და  1 მარტს დასრულდა, გათავისუფლდა  25 ისრაელელი მძევალი  და  თითქმის 2000 პალესტინელი პატიმარი.

ასევე ისრაელის ძალებმა უკან დაიხიეს ღაზის საზღვრის გასწვრივ ბუფერულ ზონაში და დაუშვეს ჰუმანიტარული დახმარება.

ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის უწყება ავრცელებს  გაეროს ბავშვთა სააგენტო იუნისეფის განცხადებას,  რომ წყლის მწვავე დეფიციტმა კრიტიკულ დონეს მიაღწია და  მხოლოდ ათიდან ერთ ადამიანს შეუძლია სასმელი წყლის მიღება.

ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის ომი მაშინ დაიწყო, როცა  ,,ჰამასის“ ხელმძღვანელობით მებრძოლები სამხრეთ ისრაელში შეიჭრნენ, დახოცეს დაახლოებით 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, და აიყვანეს 250 მძევალი.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციას 48,500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend