მთავარიამერიკაკანადაკანადაში დღეიდან ამოქმედდება საპასუხო 25-პროცენტიანი ტარიფი შეერთებული შტატების პროდუქციაზე

კანადაში დღეიდან ამოქმედდება საპასუხო 25-პროცენტიანი ტარიფი შეერთებული შტატების პროდუქციაზე

დღეიდან ამოქმედდება კანადის საპასუხო 25-პროცენტიანი ტარიფი შეერთებული შტატების პროდუქციაზე, რომლის ღირებულება 20 მილიარდ დოლარზე მეტია.

კანადაში ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როდესაც დონალდ ტრამპმა კანადურ ფოლადსა და ალუმინზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესების შესახებ განაცხადა. შეერთებული შტატებისთვის შესაბამისი ზომების გატარებას გეგმავს ევროკავშირიც.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი ევროპას მოუწოდებს, ერთად იმუშაონ მათ მიმართ დაწესებული ტარიფების გასაუქმებლად. იგი აქამდეც აფრთხილებდა თავის ევროპელ კოლეგებს, რომ კანადასთან დაკავშირებით საფრთხეს ხედავდა. მისი თქმით, თუ აშშ-ს შეუძლია ამის გაკეთება უახლოეს მეგობარსა და მოკავშირესთან, მაშინ არავინაა დაცული. ახლა ეს დაუსაბუთებელი ტარიფები ევროპასაც დაუწესდა. ამიტომ ევროპელებმა და კანადელებმა  ერთად უნდა იმუშაონ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და იმისთვისაც, რომ წაახალისონ ამერიკელები, ზეწოლა მოახდინონ მათ მიერვე არჩეულ თანამდებობის პირებზე.

კანადის საპასუხო ტარიფები ეხება ფოლადისა და ალუმინის შემცველ პროდუქტებს, ასევე სხვა საქონელს, მათ შორის კომპიუტერებს, სპორტულ აღჭურვილობასა და წყლის გამაცხელებლებს. ეს ნაბიჯი ტრამპის მიერ კანადურ პროდუქციაზე 25-პროცენტიანი ტარიფის დაწესებას მოჰყვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend