მთავარიევროპათურქეთიდონალდ ტუსკი ანკარას მოუწოდებს, საკვანძო როლი შეასრულოს უკრაინის სამშვიდობო პროცესში

დონალდ ტუსკი ანკარას მოუწოდებს, საკვანძო როლი შეასრულოს უკრაინის სამშვიდობო პროცესში

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა ანკარაში, სადაც იგი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ორი ქვეყნის ლიდერს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინა იყო.

დონალდ ტუსკი ანკარას მოუწოდებს, საკვანძო როლი შეასრულოს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაში.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა თურქეთს შესთავაზა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაში. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის პოზიცია უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ნათელია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის პირველივე დღიდან პოლონეთის მთავარი მიზანი და სურვილი, ისევე როგორც თურქეთისა, იყო მშვიდობის დამყარება.

ერდოღანმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრება  თურქეთის სტრატეგიული მიზანია. თუ ევროკავშირს სურს, დაიბრუნოს ძალაუფლება და პოლიტიკური ძალა, ეს მხოლოდ თურქეთის სრული წევრობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend