13 მარტს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:00-ზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი თბილისი არენაზე ჩატარდება და მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო მიუახლოვდება 2026 წელს გასამართ ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს.
მიუხედავად მინიმალური ტრავმებისა ქართველი ხელბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.