გვატემალაში სეისმოლოგების მიერ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურად შეფასებული ვულკანი „ფუეგო“ ამოიფრქვა.
ცენტრალური ამერიკის ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილიდან უკვე გაიყვანა 300-ამდე ოჯახი, თუმცა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა კიდევ 30,000 ადამიანის ევაკუაცია გახდეს საჭირო იმ რაიონიდან, რომელიც დედაქალაქიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარეობს.
ვულკანმა ამოფრქვევა კვირას ღამით დაიწყო, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ხელისუფლებამ სტიქიის ზონის მახლობლად რაიონებში დაკეტა სკოლები და ყველა მნიშვნელოვანი გზა, რომლებიც რამდენიმე დასახლებას ერთმანეთთან აკავშირებს.
ექსპერტები ამბობენ, რომ ვულკანმა შესაძლოა გამოიწვიოს ფერფლის, ნაშალი კლდის, ტალახისა და ნამსხვრევების ცუნამი, რომელიც რამდენიმე სოფელს დაფარავს. 3763 მეტრის სიმაღლეზე ვულკანი „ჩიგაგი“ (იგივე „ფუეგო“) ბოლოს 2023 წლის ივნისში ამოიფრქვა.
„ჩიგაგი“ ესპანურად ითარგმნება, როგორც “ადგილი, სადაც ცეცხლია”. 2018 წელს ვულკანის ამოფრქვევას 194 ადამიანი ემსხვერპლა, 234 კი უგზო-უკლოდ გაუჩინარდა. სეისმოლოგიის, ვულკანოლოგიის, მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (Insivumeh) მონაცემებით, ვულკანი „ფუეგო“ მხოლოდ 50 დღის განმავლობაში იყო უმოქმედო.
43 წლის ისააკ გარსია, ვულკანის ფერდობზე მდებარე ქალაქ ელ-პორვენირის მკვიდრი, იხსენებს იმ ტრაგედიას, როდესაც მან ხელისუფლების გაფრთხილებები გაითვალისწინა და დატოვა თავისი სახლი. გარსია სან-ხუან ალოტენანგოში გახსნილ ერთ-ერთ საზოგადოებრივ თავშესაფარში დედასთან, მეუღლესთან, სამ შვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მივიდა.
გვატემალის კატასტროფების სააგენტოში ამბობენ, რომ ვულკანური მასის ნაკადი ამჟამად ზომიერების ფარგლებშია, თუმცა მოსალოდნელია, რომ გაიზარდოს. ავიაკომპანიები შეფერხებით მუშაობენ, რადგან, როგორც ვულკანოლოგიის, მეტეოროლოგიისა და ჰიდროლოგიის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს. „ჩიგაგიდან“ ამოფრქვეულმა ფერფლმა შესაძლოა, 7000 მეტრამდე სიმაღლეს მიაღწიოს.