საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ეროვნული გაერთიანების ლიდერმა მარინ ლე პენმა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარების შეჩერების შესახებ გააკრიტიკა.
„მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების უცერემონიობა დაგმობას იმსახურებს. ეს უსამართლოა უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც პატრიოტულად იცავენ თავიანთ ქვეყანას”, – ამბობს ლე პენი.
ამასთანავე, ლე პენის თქმით, აშშ-ს ვერავინ დაავალდებულებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, თუმცა ვაშინგტონი ვალდებულია, ახალ რეალობასთან ადაპტაციისთვის კიევს გონივრული ვადა მისცეს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ აცხადებს, რომ საფრანგეთი აპირებს შესაძლო სახსრების მოძიებას, რათა აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერება უკრაინისთვის დააკომპენსიროს.
მისი თქმით, საფრანგეთს შეუძლია ცენტრალური როლი ითამაშოს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის.