ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის 97-ე დაჯილდოების ცერემონიას კომიკოსი კონან ო’ბრაიენი უძღვებოდა. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ამერიკელი რეჟისორის შონ ბეიკერის ფილმი „ანორა“ დასახელდა. „ანორამ“ ოსკარი კიდევ 4 კატეგორიაში მიიღო. შონ ბეიკერმა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა.
„რა თქმა უნდა მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს შესანიშნავ პროდუსერებს, სამანთა ქუანსა და ალექს კოკოს. ძალიან მიყვარხართ. მინდა მადლობა გადავუხადო სექსმუშაკებს. მათ ჩვენ თავიანთი ისტორიები გაგვიზიარეს. წლების განმავლობაში, მათ მე თავისი ცხოვრების ისტორიები გამიზიარეს. ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენ. ამ ჯილდოს თქვენ გიზიარებთ,“ – განაცხადა ფილმის რეჟისორმა, შონ ბეიკერმა.
რომანტიკული-კომედიური დრამა, რუს სექსმუშაკზე ანორაზე, მოგვითხრობს, რომელიც ნიუ იორკში ბრაიტონ ბიჩზე ცხოვრობს და რუსი ოლიგარქის შვილზე ქორწინდება. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა მაიკი მედისონმა ოსკარი ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის დაიმსახურა.
საუკეთესო მამაკაცი მსახიობის როლის შესრულებისთვის ოსკარი გადაეცა ედრიენ ბროუდის ფილმისთვის „ბრუტალისტი“. ბროუდი ასახიერებს უნგრელ არქიტექტორს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას ტოვებს და ემიგრაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის.
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა კირენ კალკინი, ქალის მეორეხარისხოვან როლში კი ზოი სალდანა ფილმისთვის „ემილია პერესი“.
დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა ფილმი „სხვა მიწა არ არსებობს“, რომელიც ისრაელელმა და პალესტინელმა აქტივისტებმა ერთობლივად გადაიღეს. ფილმი ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ფონზე პალესტინელი აქტივისტის ბასელ ადრასა და ისრაელელი ჟურნალისტის იუვალ აბრაჰამის მეგობრობის შესახებ მოგვითხობს