თბილისში აღნიშნეს პოლონეთის არჩევა ევროკავშირის საბჭოს
პრეზიდენტ ქვეყნად
„მინდა ქართველი ხალხის მიმართ მადლიერება გამოვხატო…“ – თქვა
მაგდალენა ვოიდაშევიჩმა, პოლონური ინსტიტუტის დირექტორმა,
თბილისში გამართულ საღამოზე.
ეს საღამო პოლონეთის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნებოდა.
2025 წელს პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსი
თვით გახდა. საღამო კი სამეფო უბნის თეატრში პოლონეთის საელჩოსა
და თბილისში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა.
იმ დღეს ეს ამბავი ერთად აღნიშნეს პოლონელმა და ქართველმა მეგობრებმა. აღნიშნეს თბილისური ტრადიციებით…
სცენაზე იდგნენ პოლონელები, ქართველები და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენლები და დარბაზში საოცარი ჰანგები
იღვრებოდა.
ასეთი მუსიკის საშუალებით გადმოსცემდნენ, პოლონეთისადმი მიძღვნილი საღამოს მონაწილეები სიყვარულის, თანადგომისა და ერთიანობის განცდას. ეს მუსიკოსები შემთხვევით არ აგვირჩევიაო ამბობდნენ მასპინძლები, მათი თქმით, სწორედ ასეთია
ევროკავშირის ღირებულებები – მრავალფეროვნებაზე, პატივისცემასა და
ღიაობაზე დაფუძნებული ტრადიციები.