მთავარიაზიაჩინეთიჰონგ-კონგი 10 000 საჯარო მოხელის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას გეგმავს

ჰონგ-კონგი 10 000 საჯარო მოხელის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას გეგმავს

ჰონგ-კონგი 10 000 საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს.

ოთხშაბათს, 26 თებერვალს, ჰონგ-კონგის ფინანსთა მდივანმა პაულ ჩანმა მედიას განუცხადა, რომ სახელმწიფო ხარჯების შემცირების მიზნით, მთავრობა საჯარო მოხელეების გათავისუფლებასა და მათ ნაცვლად ხელოვნური ინტელექტის დანერგვას გეგმავს იმისთვის, რომ ფინანსური დეფიციტი აღმოფხვრას.

პაულ ჩანის თქმით, 2024 წელს ჰონგ-კონგის ფინანსური დეფიციტი $11.2 მილიარდი დოლარი იყო და ეს სტაგნაცია უკვე სამი წელია გრძელდება.

2027 წლისთვის ჰონგ-კონგი საჯარო მოხელეთა რაოდენობის 2%-ით შემცირებას გეგმავს, რაც 10 000 თანამშრომელს მოიცავს.

„ჩვენ ვცდილობთ, შევამციროთ სამთავრობო ხარჯები. ეს დეფიციტის აღმოფხვრის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამიტომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2027 ან 2028 წლამდე, სახელმწიფო ხარჯების 7%-ით შემცირებას შევძლებთ. გვჯერა, რომ გვაქვს გეგმა, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები სწორი მიმართულებით ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად“, – ამბობს პაულ ჩანი, ჰონგ-კონგის ფინანსთა მდივანი.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის ჰონგ-კონგი $25 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

შემოსავლების გასაზრდელად, აგრეთვე, იგეგმება აეროპორტიდან მგზავრობის გადასახადის 15 დოლარიდან 26 დოლარამდე გაზრდა.

აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე ჰონგ-კონგი სხვადასხვა ეკონომიკურ პრობლემას ებრძვის. უძრავი ქონების ფასი 30%-ით დაეცა, ხოლო ჰონგ-კონგის რეზერვები 12%-ით შემცირდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend