მთავარისაქართველოთსუს ბიბლიოთეკაში აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობის შესახებ ორი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

თსუს ბიბლიოთეკაში აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობის შესახებ ორი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

1921 წლის 25 თებერვალს – მაშინ, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში საბჭოთა დიქტატურა მყარდებოდა, აკაკი ჩხენკელი, პარიზში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელს გადასცემდა.

25 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ქართველი დიპლომატიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის პირადი დღიურებისა და საქმიანი წერილების პრეზენტაცია გაიმართა.

2024 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორი გამოცემა მოამზადა.

ერთი მათგანი 2021 წელს გამოცემული დღიურების სერიის მეორე ტომია, მოიცავს 1921 წლის აპრილიდან 1922 წლის ნოემბრამდე პერიოდს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის პარიზში ჩასვლით იწყება; მეორე კი – „საქმიანი წერილები, საუბრის ჩანაწერები და ოქმები“ აკაკი ჩხენკელის პარიზში საქართველოს ელჩად მოღვაწეობის პერიოდს სრულად მოიცავს.

გამოცემების პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალა, რომელიც აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობას უკავშირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend