მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში

90-იანი წლების ცნობილი სახეები, ხელოვნების ნიმუშების გამოფენები, კარნავალი კაზანოვა და Disney+-ის ახალი სერიალი ქალ მძარცველთა ჯგუფის შესახებ – აი, ესენია კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები.

თებერვლის ბოლო კვირაა და გარშემო განწყობაც მხიარულებით არის გაჟღენთილი. ვენეციის კარნავალიდან დაწყებული 90-იანი წლების კლუბური სცენის ლეგენდის, ლი ბოუერის, მრავალმხრივ მხიარულებამდე, დადებითი გადამდები ენერგია დომინირებს ჩვენს უახლეს რეკომენდაციებში – ეს ყველაფერი კი ძალიან საჭიროა, როცა გაზაფხულისთვის ვემზადებით.

ბერლინში, კვირას, 23 თებერვალს, დასრულდა 75-ე კინოფესტივალი, რომელმაც მომავალი წლის კინემატოგრაფიული განწყობა შექმნა. გამორჩეულთა შორის იყო ბონგ ჯუნ ჰოს სატირული სამეცნიერო ფანტასტიკა მიკი 17(Mickey 17) და ბრაზილიელი რეჟისორის გაბრიელ მასკაროს პოეტური O último azul’ („ლურჯი ბილიკი“). შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი მიმოხილვის სრული ჩამონათვალი ბმულზე შეჯამებითა და სხვადასხვა ინტერვიუთი.

იმავდროულად, პარიზის პიკასოს მუზეუმში გამართული გამოფენა ნაცისტების მიერ უარყოფილ ხელოვნებას ასახავს, ხოლო რომში ედვარდ მუნკის 100 ნამუშევარი ბონაპარტის მოედანს დაიპყრობს.

გამოფენები

პიტერ ბლეიკის „სათამაშოების მაღაზია”

მაღაზიის ვიტრინები  მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, რამაც შეცვალა მომხმარებლის დამოკიდებულება. ოდესღაც წმინდა სივრცეები თეატრალური შემოქმედების ნათელ განათებულ სცენებად გადაიქცა არა მხოლოდ მყიდველების მოსაზიდად, არამედ ბრენდის უნიკალური ხედვისა და ეთოსის წარმოსაჩენად.

კომერციის მიღმა ამ ჩვენებებმა მხატვრული და კულტურული მნიშვნელობა შეიძინეს, ასახეს მათი დროის ატმოსფერო, რის ასახვასაც, ან თუნდაც, ჩამოყალიბებას ბევრი ცნობილი მხატვარი ცდილობდა ენდი უორჰოლის, მარინა აბრამოვიჩის, პიტერ ბლეიკისა და მარსელ დიუშანის ნამუშევრების უზარმაზარი კოლექციის მეშვეობით. ეს გამოფენა მაღაზიის ვიტრინას როგორც მხატვრულ შთაგონების წყაროს წარმოაჩენს და ავლენს მის როლს სოციალური და კულტურული ნარატივების შეცვლაში. გამოფენა შვეიცარიაში, კერძოდ ბაზელში, ტინგელის მუზეუმში 11 მაისამდე გაიმართება.

როდესაც ფილმში ბოლომდე ჩართული ხარ, ადვილია, დაივიწყოთ უდიდესი შრომა და დაგეგმარება, რომელიც მისი შექმნის დროს ჩაიდო. ბევრი ცნობილი რეჟისორი, მათ შორის მარტინ სკორსეზე, ჰაიაო მიაძაკი და ჟორჟ მელიესი – სცენარის პიონერი – თავიანთ შემოქმედებით პროცესს სცენების დახატვით იწყებენ, გონებაში ყველა მოძრაობისა და კუთხის წარმოსახვით, რათა უკეთ წარმოიდგინონ სამყარო, რომელსაც ისინი ქმნიან.

კინომოყვარულთათვის ეს იშვიათი შესაძლებლობაა, გაეცნონ თავიანთი საყვარელი კინორეჟისორების კრეატიულ ხედვებსა და მიდგომებს. აქ წარმოდგენილია პედრო ალმოდოვარის, უეს ანდერსონის, ალფრედ ჰიჩკოკის, ალეხანდრო ხოდოროვსკისა და მრავალი სხვა კინორეჟისორის ნამუშევრები. გამოფენა იტალიაში, კერძოდ მილანში, იმართება და რვა სექტემბრამდე გასტანს.

მართლაც, გამორჩეული ლი ბოუერი იყო წარმოდგენების არტისტი, დიზაინერი, მოდელი, კლუბის „პრომოუტერი”, მუსიკოსი და 90-იანი წლების კონტრკულტურის ყოვლისმომცველი გამორჩეული პიროვნება. ავსტრალიაში დაბადებული 80-იან წლებში ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და ქალაქის ღამის ცხოვრების მთავარი ნაწილი გახდა.

ლი ბოუერის პორტრეტი 1986 © Peter Paul Hartnett / Camera Press გადაღებულია „პოლაროიდის” აპარატით

მისი გარდაცვალებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ ტეიტ მოდერნი პატივს მიაგებს ამ პიროვნების წარუშლელ გავლენას ალტ და ქვიარ კულტურაზე 80-90-იანი წლების გასაოცარი სურათებით, კოსტიუმებითა და ბოუერის მხატვრული თანამშრომლობის მაგალითებით. გამოფენა ლონდონში 27 თებერვლიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ნიდერლანდებში, ამსტერდამში, კერძოდ, ღია სივრცის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, 28 თებერვლამდე ეწყობა OSCAM’s 411 გამოფენათა სერია, რომელსაც კურატორობას ესმერალდა ტავი უწევს. მულტიდისციპლინური სტილისტის, აზია კლარკსა და კრეატიულ დირექტორ/ფოტოგრაფ კრისტიან სენტთან თანამშრომლობით, ეს ფოტო-დოკუმენტური გამოფენა კულტურულ იდენტობას აღვიძებს. ღონისძიების ფარგლებში ასევე ტარდება სემინარი აფრიკული თმის ესთეტიკის შესახებ, მათ შორის სემინარი აზია კლარკის მიერ 27 და 28 თებერვალს დახურვის წვეულებასთან ერთად.

ღონისძიებები

AOAP-ის აუქციონის ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრები Art on a Postcard (AOAP)

ქალთა საერთაშორისო დღემდე, 8 მარტამდე, საქველმოქმედო ორგანიზაცია Art on a Postcard (AOAP) უმასპინძლებს აუქციონს, სადაც წარმოადგენენ გამოჩენილი ქალი მხატვრების ნამუშევრებს. ექვსმა მოწვეულმა კურატორმა გულდასმით შეარჩია ნამუშევრები, რომლებიც წარმოაჩენენ ქალურობის მრავალ ნიუანსურ ასპექტს. შემსრულებლები არიან: კაროლინ ქუნი, ჯეტ ჯორდანი, ეშლი ჯენიუარი და რენ იენ სონგი. აუქციონზე შემოსული თანხა უაღრესად მნიშვნელოვან მიზანს, ქალთა ციხეებში ცე ჰეპატიტის მკურნალობის ფონდს, მოხმარდება. ასევე 4 მარტიდან გაიხსნება ნამუშევრების საჯარო გამოფენა. ონლაინღონისძიება თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით გაიმართება.

ვენეციის კარნავალი

კაზანოვას ღონისძიება ვენეციის კარნავალზე AP Photo/Antonio Calanni

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რენესანსის სტილში გაფორმებულ კოსტიუმებში გამოწყობილი ათიათასობით ადამიანი ვენეციაში ყოველწლიურ კარნავალზე გაემგზავრა. კარნავალი 1162 წლიდან ეწყობა და მას დიდი ისტორია აქვს. წლევანდელი ღონისძიება ეძღვნება ჯაკომო კაზანოვას, მე-18 საუკუნის იტალიელ ავანტიურისტსა და ცნობილ მექალთანეს, რომელიც ცნობილია სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებული მემუარებით Histoire de ma vie („ჩემი ცხოვრების ამბავი“). კარნავალი ვენეციასა და იტალიის სხვადასხვა ქალაქში 9 მარტამდე გაგრძელდება.

ფილმები


.

გლამურული წარსულისა და მტკივნეული ნოსტალგიის ამბავი, რომელშიც მთავარ როლს პამელა ანდერსონი შეასრულებს, ასახავს ლას-ვეგასის მოცეკვავე გოგონას ცხოვრებას. მთავარი გმირი 30 წლის შემდეგ მისი შოუს დახურვის რისკის წინაშე დგას. რეჟისორი კოპოლა ცდილობს, ისაუბროს ქალის დაბერებისა და სილამაზის სტანდარტების შესახებ, როგორ იწყება ბრძოლა სოციალური წნეხის დროს.

სერიალები

მე-19-დან მე-20 საუკუნემდე ლონდონის ქუჩებში გამოჩნდა ქალთა დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც ხშირად მოახლეების ფორმაში გამოწყობილები შეძლებულ ოჯახებს ძარცვავდნენ. ისინი ოსტატური ქმედებებით პოლიციას წლების განმავლობაში არიდებდნენ თავს. სტივენ ნაითის მიერ შექმნილი ახალი სერიალი მოგვითხრობს მათ ისტორიას – ორი მოკრივისა და საუკეთესო მეგობრების თვალით, რომლებიც ჩადიან ვიქტორიანული ლონდონის მღელვარე ისტ-ენდში, რათა შეებრძოლონ ჰენრი „შუგარ” გუდსონს. სერიალის ნახვა „დისნეი პლუსზეა“ შესაძლებელი.


.

ზამთრის პერიოდში ხანდახან ფარული მოქმედებები და ზედმეტად მაჩო სტოიციზმია საჭირო, მაგალითად, „მე სიკვდილის არ მეშინია, სიკვდილს ეშინია ჩემი“. სცენაზე შემოდის ჯეკ რიჩერი (ალან რიჩსონი), გადამდგარი სამხედრო ოფიცერი, რომელიც მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. მას ადანაშაული არ ჩაუდენია და დაიწყებს ბრძოლას ბინძური საქმეებისა და კორუმპირებული ძალების შეთქმულებების წინააღმდეგ. ლი ჩაილდის წიგნების სერიაზე დაფუძნებული პოპულარული სერიალის უკვე მესამე სეზონი გამოდის და რიჩერიც დაკავებულია. სერიალის ნახვა „პრაიმ ვიდეოზეა“ შესაძლებელი.


.

მუსიკა


.

პოპპრინცესა ტეიტ მაკრეი ცნობილი გახდა, როგორც მოცეკვავე, სანამ ვირუსულად გავრცელდებოდა მისი 2020 წლის სიმღერა You Broke Me First. მისი მესამე ალბომი გასულ კვირას გამოვიდა, 21 თებერვალს და 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპგამოშვება. სიმღერები, როგორიცაა Sports Car, მოგაგონებთ რადიოში გაშვებულ Pussycat Dolls-ის ეპოქის აუდიოჩანაწერებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend