მთავარიაზიაისრაელიმძევლების გათავისუფლების მეორე ეტაპზე ისრაელში არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ

მძევლების გათავისუფლების მეორე ეტაპზე ისრაელში არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ

„ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ისრაელში ღაზაში გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებს არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ეშინიათ, რომ ცეცხლის შეწყვეტის პროცესი ჩაიშლება და მძევლებსა და პატიმრებს აღარ გაცვლიან.

„ჰამასი” მიმდინარე კვირაში კიდევ ექვს ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს და ასევე ისრაელს დამატებით 4 ცხედარს გადასცემს, რითაც დასრულდება პირველი ეტაპი. ბოლო ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს ჯერ არ გაუმართავთ მოლაპარაკება მეორე ეტაპთან დაკავშირებით.

ღაზაში გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებს სიხარულისა და მწუხარების შერეული ემოციები აქვთ მძევლების გათავისუფლების შემდეგი ეტაპის მოახლოების ფონზე. „ჰამასის” მიერ გატაცებული ერთ-ერთი მძევლის დედა ღელავს, თუ რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ღაზაში გატაცებული ერთ-ერთი მძევლის დედა ნერუთ ნიმროდი ამბობს, რომ მაგალითად, მისი შვილის გათავისუფლება ამ ეტაპზე არ მომხდარა. მან ისიც არ იცის, საერთოდ გადარჩა თუ არა, გაუგებრობაშია და ეშინია, რომ ვეღარ ჩაეხუტება და ცხოვრებას თავიდან ვერ დაიწყებს. მისი თქმით, ეს შეიძლება დასასრული იყოს და ძალიან ეშინია, რომ მეორე ეტაპამდე საერთოდ ვერ მივლენ.

გათავისუფლების პროცესის მოულოდნელ აჩქარებას ისრაელის მიერ ღაზაში მოძრავი სახლებისა და სამშენებლო ტექნიკის დაშვებით ხსნიან.

ისრაელმა სამშაბათს, 18 თებერვალს, ნებართვა გასცა ნანგრევების გასაწმენდი ტექნიკის შესვლაზე. მათ შორის არის ბულდოზერები ეგვიპტიდან, რომლებიც რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელთან ნანგრევებს ასუფთავებდნენ.

იმავდროულად, ღაზაში მყოფმა პალესტინელებმა იმედი გამოთქვეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა შენარჩუნდება.

დაპირისპირებულ მხარეებს ჯერ არ გაუმართავთ მოლაპარაკება მეორე ეტაპთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში „ჰამასი” ცეცხლის შეწყვეტისა და ისრაელის მიერ ჯარების გაყვანის სანაცვლოდ კიდევ ათეულობით მძევალს გაათავისუფლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend