ევროპელი ლიდერების მოსაზრებები უკრაინის ომთან დაკავშირებით კვლავ ორად არის გაყოფილი. ნაწილი ფიქრობს, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გაგზავნის საკითხზე.
ლიდერები ერთმანეთს პარიზში მას შემდეგ შეხვდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას ჯერჯერობით არ მიიღებდნენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინაში ბრიტანეთის ჯარების გაგზავნა განიხილოს.
„მზად ვარ განვიხილო ბრიტანეთის სახმელეთო სამხედრო ძალების გაგზავნა, სხვებთან ერთად, თუ შედგება ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება. თუმცა მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა, რადგან მისი უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისგან ეფექტური შეკავებისთვის“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, კიევის ჩართულობის გარეშე ამ იდეის განხილვა ნაადრევია.
It is a difficult situation for Europe. We welcome the talks about peace for Ukraine. But it must be a fair and sustainable peace. And: Ukraine must be part of these talks. Europe will keep on supporting Ukraine. This is what I stressed in my meetings with @ZelenskyyUa. pic.twitter.com/vqW8wd9SGJ
— Bundeskanzler Olaf Scholz (@Bundeskanzler) February 17, 2025
„უნდა ვთქვა, რომ ამ დებატით ცოტა გაღიზიანებულიც კი ვარ. აქ ხალხი საუბრობს შესაძლო შედეგებზე, სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგებზე, რომელიც ჯერ არ შედგა და რაზეც უკრაინას ჯერ თანხმობა არ განუცხადებია. ეს შეუფერებელია, გულახდილად რომ ვთქვათ: ჩვენ არც კი ვიცით, რა იქნება შედეგი“, – ამბობს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.
სხვა ლიდერებმა, მაგალითად, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოფმა, არ გამორიცხა სამხედროების გაგზავნის იდეა, თუმცა არც ბოლომდე დაუჭირა ამას მხარი.
შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. საუბრის დეტალები მაკრონის ოფისს არ გაუსაჯაროებია.