მთავარიმსოფლიოNATOუკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 26-ე შეხვედრა

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 26-ე შეხვედრა

ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები უკრაინის დახმარების საჭიროებებზე მსჯელობენ. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 26-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელგიის სამეფოში იმყოფება ირაკლი ჩიქოვანიც. შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ჰილიმ გახსნა.

მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს სიტყვით აშშ-ის ახალმა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა მიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს.

ამ ფორმატის შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩაეყარა საფუძველი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend