მთავარიმსოფლიოNATOტრამპის მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის

ტრამპის მშვიდობის ფორმულა უკრაინისთვის

ოთხშაბათს მომხდარმა ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტმა შესაძლოა, ევროპის კონტინენტსა და ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანოს.

დონალდ ტრამპის ზარმა პუტინთან, უფრო მეტად კი მისმა რიტორიკამ ბევრი გააკვირვა ევროპაში და არა მხოლოდ… ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ომს დაასრულებენ და რომ ერთმანეთს სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდებიან.

ამასობაში, კი შტატების თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ბრიუსელში ევროპელ მოკავშირეებს უთხრა, რომ მათ თავად უნდა დაიცვან კონტინენტის უსაფრთხოება.

გუშინ ასევე ითქვა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება ირაციონალური და რომ უკრაინის დაბრუნება 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში არარეალისტური მიზანია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პირობებით უნდა დასრულდეს ომი, თუმცა ბევრისთვის გუშინ მომხდარი ამბები მოასწავებს, რომ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ბევრი რამ იცვლება.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტერიალზე აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმა პიტ ჰეგსეთმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ლიდერთა განცხადებებიდან იკვეთება, რომ მინისტერიალის მთავარი საკითხი ალიანსის წევრთა სამხედრო დანახარჯები და უკრაინის საკითხი იყო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ჩვენ უნდა გავზარდოთ თავდაცვის დანახარჯები. იმიტომ, რომ თუ ასე  არ მოვიქცევით, ოთხი ან ხუთი წლის შემდეგ ვერ შევძლებთ დავიცვათ თავი. ასევე, იმიტომ უნდა გავზარდოთ თავდაცვის დანახარჯები, რადგან  აშშ საფუძვლიანად მოითხოვს ნატოს კანადურმა და ევროპულმა ნაწილმა მეტი გააკეთოს.  ეს ასევე  სამართლიანია,  ჩვენ ასევე ვისაუბრებთ თავდაცვის ინდუსტრიის გაზრდაზე რადგან მარტივად რომ ვთქვათ, საკმარისს არ ვაწარმოებთ. ეს მოიცავს ამერიკას, თურქეთს და ასე შედეგ.  ჩვენ გვინდა რეალურად მივიღოთ ბევრად მეტი ჩვენი უზარმაზარი თავდაცვის ინდუსტრიისგან, რომ შევაკავოთ რუსეთი ჩინეთი და სხვები. და, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ უკრაინაზეც.  პოზიციების ცხადი დაახლოებაა. და მე მოხარული ვარ ამით. ეს კი გამოიხატება იმაში, რომ პირველ რიგში  ჩვენ გვსურს მშვიდობა უკრაინაში. მეორე რიგში უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციაზეა. და მესამე, როგორც ვთქვით უკვე, ჩვენ აღარასდროს გვექნება მინსკი სამის შეთანხმების მსგავსი სიტუაცია. სადაც მშვიდობა არამდგრადია. ამიტომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამაზე და განვიხილავთ ამას მოკავშირეებთან.“

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განცხადება გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმაც და აღნიშნა:

„ვიზიარებ თქვენს განწყობებს თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა თქვა რომ 2% არაა საკმარისი. და ჩვენ ვიმსჯელებთ რომ 5%-ზე მეტი არის საჭირო რომ ალიანსის წევრებმა გაზარდონ ხარჯები რათა დავრწმუნდეთ რომ მზად ვართ გავუმკლავდეთ საფრთხეებს მომავალში. იქნება ეს რუსეთი კონტინენტზე თუ ჩინეთი., რომელსაც საკუთარი ამბიციები აქვს. ასევე თავდაცვის ინდუსტრიის გაზრდა როგორც ევროპაში ისე აშშ-ში. ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობა  რომ შევქმნით სისტემებს და აღჭურვილობას და შევძლებთ ბრძოლას. კიდევ ერთი რასაც დავამატებდი არის სამხედრო შესყიდვები. შეერთებული შტატები ისწრაფვის დააჩქაროს პროცესი და უზრუნველყოს რომ  ჩვენი მოკავშირეები მიიღებენ იმას რაც სჭირდებათ და როცა სჭირდებათ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ერთადერთი ადამიანი რომელსაც შეუძლია მხარეების გაერთიანება მშვიდობის მისაღწევად ეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. მან ამის დემონსტრირება მოახდინა გუშინ, როდესაც ესაუბრა ვლადიმერ პუტინსა და ზელენსკის, რომელიც მიმართულია მყარი, გრძელვადიანი მშვიდობისკენ კონტინენტზე. მისი მიზანია ხალხის მკვლელობის შეჩერება და დამყარდეს მშვიდობა. ეს კი კონტინენტისა და ამერიკის ინტერესებშია.“

2025 წელს ეს მინისტერიალი ალიანსის პირველი ოფიციალური შეხვედრაა და მას ასევე პირველად ესწრება აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend