მთავარისაქართველო„პარტიის რეჟიმი ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტს უკანონო დაკავებითა და ძალადობით პასუხობს" -...

„პარტიის რეჟიმი ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტს უკანონო დაკავებითა და ძალადობით პასუხობს” – ჯო უილსონი

ამერიკის შეერთებულ შტატებში „რესპუბლიკური პარტიის” კონგრესმენის ჯო უილსონის განცხადებით, „ქართული ოცნების” რეჟიმი ქართველი ხალხის მომავლის მოპარვასა და მის მიყიდვას ომის დამნაშავე პუტინისთვის, ირანული რეჟიმისა და ჩინეთის „კომუნისტური პარტიისთვის” ცდილობს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტია ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტს „უკანონო დაკავებითა და ძალადობით” პასუხობს.


.

„მამაცი ქართველი ხალხი ჯერ კიდევ ქუჩებშია, უწყვეტი პროტესტის 76-ე დღეს. ქართველების 80%-ს სურს აშშ-ის ახლო მეგობარი და ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი იყოს, მაგრამ რეჟიმი ძალადობითა და უკანონო დაპატიმრებით პასუხობს.

რეჟიმმა შავი ზღვრის პორტი ჩინეთის „კომუნისტურ პარტიას” გადასცა და თეირანის რეჟიმს ეწვია მაშინ, როდესაც ირანმა მკვლელები გამოაგზავნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოსაკლავად.

საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ინაუგურაციას დაესწრო, შეუპოვრად ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს”, – განაცხადა უილსონმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend